"ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან გგონია, ამით თბილისს მოატყუებ, არიფი ხარ, აბა, რა ხარ" - გიორგი გახარია ბანერებზე

როგორი არიფები არიან, ასეთ ბანერებს რომ აკეთებენ და მერე ამბობენ, მეც არ მომწონსო, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე, რომლებზეც მისი ფოტოც არის დატანილი.

გახარიას თქმით, აღნიშნული ფაქტით იგი ძალიან იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ ეს ის ამორალური კამპანიაა, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს.

"სამწუხაროდ, ეს ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. ეს ყველაფერი მორალს მიღმაა. 

ეგრე ასეთი პოზების დაჭერა, რომ მე რა შუაში ვარ, აი, მაგარი არიფები არიან. როგორი არიფები არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოდიან და ამბობენ, მეც არ მომწონსო.

ამორალობის ეს დონე, ფსკერი, იმის მაგივრად, რომ ხალხს ველაპარაკებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ საკითხებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ რამეზე, ნუ, არ ვიცი.

ამას ვეძახი, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში.

წარსულში იყო „ნაცები“, მაგრამ თბილისელებს ეს ვერ მოატყუებს. ესენი იმიტომ არიან არიფები, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, ვერ გამოძვრებიან.

რა მნიშვნელობა აქვს ვისი გაკრულია. მე ვთქვი, არიფები არიან, რომ ჰგონიათ, ამ პლაკატებით ფონს გავლენ. მაშინაც ვთვლიდი, რომ ამ პლაკატებით ფონს ვერ გახვიდოდი.

ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან რომ გგონია, ამით თბილისს მოატყუებ, არიფი ხარ, აბა, რა ხარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს გავრცელდა ბანერები, რომლებზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775238281

სპორტი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს. ქართ...

საქართველოს სპორტის სამინისტრო

1775236622

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „ზარაფხანის“ ისტორიულ სივრცეში ქართველი მხატვრების - იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო. ფერწერული ტილოები წარმოდგენილია...

თინათინ რუხაძე

1775234180

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე www.naec.ge გამოაქვეყნა. „ცნობარი აბიტუ...

ეროვნული გამოცდები

1775232662

ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდ...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

1775230611

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი3 აპრილი, 2026 წელი. თბილისი 2026...

ეკლესია