ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა - თეა წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი. უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ ააყირაოს ეს მთავრობა, ისინი არიან უცხოელი ნაცები, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პატარა ჯგუფში გულისხმობს ვიოლა ფონ კრამონს, იან კელის, ანა ფოტიგას და სხვებს, 10-11 ადამიანს, რომლებიც პირდაპირ ერევიან ქართულ პოლიტიკაში და იმიტომ, რომ თავის ნაციონალ მეგობრებს გარედან მხარი დაუჭირონ, მზად არიან ქართველ, ერს, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენონ ღია შეურაცხყოფა.

„არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო დამცველს გონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მიცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მგონი თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.
ასევე არის ბატონი იან კელი. ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება მაგალითად, რომ ყოველ დღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს, მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, გააკრიტიკოს, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლეები ვიყოთ. არიან კიდევ სხვები, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში, გვახსოვს ეს ყველას და განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. ესენი არიან პატარა ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა, იმიტომ, რომ ისინი არ გვთვლიან ჩვენ მათ მეგობრებად, ეს არის მეგობრული წრე და მეგობრობაში მოსულა, რომ ერთმანეთი დაიცვან. მეგობრობაში ბევრი რამ იგულისხმება“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵“ჟამი უკვე მოახლოებული იყო… მიჭირდა მისი ნახვა, იცით, რა ძნელია, ესაუბრო ადამიანს, რომელსაც მომავალი აღარ აქვს?! რა უნდა მეთქვა მისთვის?” – ვის უთხრა შეხვედრაზე უარი ლელა კაკულიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?!

🔵ტრაგედია იტალიაში - მანქანა დაგორდა და საბავშვო ბაღის ეზოში შეიჭრა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, არის მსხვერპლი

🔵მზის “სახიფათო ეფექტი” - მამაკაცი, რომელიც 20 წელი სატვირთო მანქანას ატარებდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790081724

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...

პროკურატურა

1790080987

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპ...

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

1790080569

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრ...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები

1790080140

ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებ...

პარლამენტის კომიტეტი

1790078959

ახალი ამბები

რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს

ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს! 25 წლის მოთამაშესა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს შორის 2-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა...

რატი ანდრონიკაშვილი