"გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას" - თინა ხიდაშელი ყაზახეთის მოვლენებზე
"ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზეთ", - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
როგორც ხიდაშელი წერს, საკუთარი ქვეყნის მაგალითზე გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
"ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა.
სამწუხაროდ ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია.
ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე, ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთის სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.
დიახ, თავისუფლებად შეგვიძლია ვთქვათ რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. "მშვიდობისმყოფელების" შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია პირველ რიგში თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.
ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ ერთი რამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.
გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
არც ის არის სიახლე ვინმესთვის რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზრუდული და არაეფექტურია.
ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის თუ, როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება.
რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და შესაბამისად, აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.
პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვრენიტეტისთვის ბრძოლაში.
აქ სრულიად ერთმნიშვნლეოვანი უპირატესობა გვაქვს.
თუკი რამე გვამსგავსებს ის არის, რომ, როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა, როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამტოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.
შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს.
აქედან რუსეთისთვის "დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ" თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.
მოკლედ ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე", - წერს ხიდაშელი.
ყაზახეთში მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.
ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეტაკებები ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკაა. მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.
როგორც ცნობილია, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ.
ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო რუსეთმა.
ამავე თემაზე:
🔳 რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა დაიწყო
1791882945
ახალი ამბები„ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო...
1791881414
საზოგადოებაშარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, დაძაბულობის განმუხტვაა, როდესაც კალასი ამბობს, ზეწოლა არის მთავარი იარაღი და არა დიალოგი, ამით ყველაფერი ნათქვამია
დიპლომატის მთავარი დანიშნულება ომის ან დაძაბულობის წამოწყება კი არ არის, მისი მთავარი დანიშნულებაა დაძაბულობის შენელება, განმუხტვა და ამის ხელშეწყობა, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენ...
1791880628
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა თვალი უნდა გაუსწორონ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა
„ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1791879067
სპორტიმიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ან სუანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრ...
1791877367
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მზად ვართ, გადავდოთ ყველაფერი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ევროკავშირმა იცის ჩვენი პოზიცია, ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა, ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი
„ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ...


























