ლევან მაჭავარიანი: მზად ვართ, გადავდოთ ყველაფერი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა, ევროკავშირმა იცის ჩვენი პოზიცია, ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა, ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი
„ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
დეპუტატი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გაიმართება.
„დღეს ყველა ვხედავთ, რომ გაასმაგებულია შუა კორიდორის მნიშვნელობა, სადაც საკვანძო ადგილს ვიკავებთ. დრო ვერ იცდის და ცალკეული ქვეყნები და მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ღიად საუბრობენ, რომ საჭიროა საქართველოსთან დასხდნენ და განაახლონ რეალური მეგობრობა.
ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ რჩება გაბუტვის რეჟიმში იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაგვითანხმეს, რომ პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ საქართველო.
კაია კალასი, რომელიც წარმოადგენს საგარეო ურთიერთობების მიმართულებას, პირდაპირ ღიად აცხადებს, რომ მიუხედავად ამ უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, ამდენი დაფინანსებული რევოლუციური მცდელობისა, ვერ ცვლიან „ქართულ ოცნებას“.
ვერც რევოლუციის გზით შეგვცვალეს და ვერც არჩევნების, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი, პირველ რიგში არის ქართველი ხალხი. როგორც ბევრჯერ განვაცხადეთ, მზად ვართ, რომ გადავდოთ ყველაფერი. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის, ეს უსამართლობა დავივიწყოთ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა.
ევროკავშირმა იცის ჩვენი ეს პოზიცია, იციან ჩვენი მზადყოფნა საგნობრივ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მოედანზეა. ადრე თუ გვიან, მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყონ საუბარი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1791871913
მსოფლიოდავით მათიკაშვილი: 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია. ამ რესურსის მოძიება და შესაძლებლობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური პროგრესის დამსახურებაა
„არა 20, არამედ 45 ლარით გაიზრდება 70 წელს მიუღწეველ პენსიონერთა პენსია“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, ამ რესურსის მო...
1791869680
საზოგადოებამახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების
მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა ევროპასთან ინ...
1791868481
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე: ასეთი უტიფარი განცხადებები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას
„უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს ევროკავშირის ღირებულებებს და რეპუტაციას“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კირცხალიამ ყუ...
1791867385
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ოქტომბერს საქართველოში
13 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...
1791838614
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ნამოხვანჰესის“ მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მ...



























