განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ ზვიად გაბისონია დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.

ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა ახალ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების ექსპერტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანამდებობებს და სხვა.

მინისტრის მოადგილე 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია – საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის და სამართლის ტექნოლოგიების სფეროებში.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1751974253

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახური...

მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

1751973189

ახალი ამბები

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის...

 ალექსი ახვლედიან

1751971610

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: სიმართლესთან კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ესაა კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული

სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩ...

დავით მათიკაშვილი

1751970964

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არჩევნებს არაფერი ემუქრება, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს

„არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

გიორგი ვოლსკი

1751969287

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...

გენ პროკურატურა