გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და როლი საარჩევნო პროცესში; დეზინფორმაცია, როგორც საარჩევნო პროცესის მთავარი და ამავდროულად, გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია; 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„როგორც ყოველთვის, ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და ინფორმირებულობით გამოირჩევა, როგორც ცესკოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების, ისე მათი მხრიდან უკუკავშირის მიღების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ერთი მხრივ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლებაა, მეორე მხრივ კი, მათი გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესებში მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების ჩართულობა, ასევე, ახალგაზრდების უფრო მეტი წარმომადგენლობა და მონაწილეობა სხვადასხვა პროექტსა თუ საარჩევნო კომისიებში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

პროექტი - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან უკვე გაიმართა სამი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აჭარაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1751974253

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახური...

მიხეილ სარჯველაძემ პარამედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

1751973189

ახალი ამბები

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის...

 ალექსი ახვლედიან

1751971610

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: სიმართლესთან კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ესაა კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული

სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩ...

დავით მათიკაშვილი

1751970964

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არჩევნებს არაფერი ემუქრება, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს

„არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

გიორგი ვოლსკი

1751969287

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...

გენ პროკურატურა