გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ დაფიქსირდა ღვარცოფული პროცესი; სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი; ოპერატიულად შეიზღუდა საგზაო მოძრაობა.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, დრონების მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.
მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. თერგის შენაკადებში გამოიწვია ღვარცოფული ნაკადების ფორმირება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდ. ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფ. ცდოსთან მდ. თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით ჩახერგა მდ. თერგის კალაპოტი. ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდ. ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა, მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.
ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1754065562
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....
1754063525
საზოგადოებასოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს
„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...
1754059100
საზოგადოებანინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...
1754059047
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს
არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...
1754058318
საზოგადოებანინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე
„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...