გენერალი კობა კობალაძე 2008 წლის აგვისტოს ომზე: მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად, ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება გენერალმა, კობა კობალაძემ ისაუბრა.

კობა კობალაძის განცხადებით, როდესაც ფაქტობრივად სახელმწიფოს მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად იყო მორღვეული მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა საქართველოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ესენი იყვნენ რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ.

„ჩვენ რომ გავიხსენოთ 2008 წელი, ის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებებს შორის, როდესაც ფაქტობრივად მმართველი რგოლი არა მარტო უუნარო გამოდგა, არამედ მართვის მექანიზმი აბსოლუტურად მორღვეული იყო მთლიანად სახელმწიფოში და თუ რამემ შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს სახე ღირსება და სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირვის უნარი, ეს იყო ჩვენი რიგითი პირადი შემადგენლობა, უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა და ის გულანთებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობდნენ. ამიტომ მივიღეთ ჩვენ მრავალი გმირი, გულანთებული და პატრიოტი ადამიანი, წინააღმდეგობის ის მუხტი, რომელიც არანაირად არ იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მმართველობის მხრიდან.

პირიქით, ჩვენ თუ გადავხედავთ დინამიკას რა პროცესები ვითარდებოდა, ვითარდებოდა ის, რომ ქვეყანა დადგა იმ რეალობის წინაშე, როდესაც გაერთიანებული და აზელილი იყო ერთმანეთში ცრემლი, ტკივილი, განცდა, ათასობით ახალი დევნილი საქართველოში, რომლებიც უპასუხოდ იყვნენ თავიანთი სახლებიდან გამოყრილი. ამას ემატებოდა ის რომ პრესტიჟი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა, რამდენიმე ათეული სოფელი, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით იყო გაჯერებული და მოხსენიებული იყო ქვების გროვად და იმ პერიოდში იყო დაკარგული, თუნდაც დროებით რეალობა ეს იყო.

აქედან გამომდინარე თვითონ განცდა იმის რომ ეს ტვირთი საკმაოდ მძიმედ ადგებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ წარმოაჩინა უუნარობა მართვის და ძირითადად ჩვენი რიგითი მოსახლეობა, ჯარისკაცები და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უფრო იყვნენ თავგანწირვისთვის მზად ვიდრე სახელმწიფო ვერტიკალი მართვისთვის“,- განაცხადა კობა კობალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784139694

ახალი ამბები

შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...

შიო მესამე

1784138858

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...

დავით ქართველიშვილი

1784136561

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...

მარიამ ქვრივიშვილი

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი