გიორგი ავალიშვილის და: 2012 წლის 15 მაისს დამირეკეს, გადავუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო. ბადრაგებმა ხელით მოიტანეს. ჩემს სიძეს გამწარებულს უთქვამს, ეს ჩვენი პატიმარი არ არისო, ფაქტობრივად, „წამოიღეს“, მხოლოდ სამი დღე იცოცხლა

ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ჩვენი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ თირკმელების ტერმინალური უკმარისობა შედიოდა დაავადებების ჩამონათვალში და გადავადებაში. როცა მიხვდნენ, რომ ჩემს ძმას სააქაო პირი არ ჰქონდა და სიარულიც კი აღარ შეეძლო, თვითონ ჩაუტარეს [ ექსპერტიზა], - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, გიორგი ავალიშვილის დამ, გიული ავალიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მისი ძმის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც გიული ავალიშვილი იხსენებს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ პატიმარს დიდხნიანი სიცოცხლის დრო არ ჰქონდა დარჩენილი, სასჯელი გადაუვადეს და სახლში გაუშვეს იმისთვის, რომ ციხეში გარდაცვლილი პატიმრების სიას არ მიმატებოდა. მისივე თქმით, გიორგი ავალიშვილის წამოსაყვანად მისულმა ოჯახის წევრმა, იგი ვერ იცნო
მაშინ ჰქონდათ უფლება, რომ პატრონისთვის შეეტყობინებინათ, მოდით, სადაც წავიყვანთ და რასაც გავუკეთებთ, ფული თქვენ უნდა გადაიხადოთო. მელიას კლინიკაში გულზე გადაუღეს და ფული ჩვენ გადავიხადეთ, უროლოგიის ცენტრში მიიყვანეს და იქაც ჩვენ გადავიხადეთ ფული. თვითონ რომ ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ სამხარაულმაც იგივე დასკვნა დადო, 2012 წლის 15 მაისს, საღამოს, მირეკავენ, რომ თავისუფალია, გადავუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო - მაგრამ, ეს არ იყო წამოყვანა, ეს იყო წამოღება. როდესაც ჩემი სიძე მივიდა, ეზოში შემოიყვანეთ მანქანა, პირდაპირ კიბეებთან მოიყვანეთო, რომ ჩამოიყვანდნენ, პირდაპირ მანქანაში ჩაესვათ კიბეებიდან. ჩემი სიძე და ჩემი და იყვნენ იქ და რომ გამოუყვანიათ, ბადრაგებმა ფაქტობრივად, ხელით მოიტანეს. ჩემს სიძეს რომ დაუნახავს, გამწარებულს უთქვამს, ეს ჩვენი [პატიმარი] არ არისო. პასუხი იყო, თუ არ მოგწონთ, მაშინ უკან შევაბრუნებთო. ფაქტობრივად, "წამოიღეს", მხოლოდ სამი დღე იცოცხლა, გონზე იყო და 19-ში გარდაიცვალა. ის გამოუშვეს და იმიტომ გააკეთეს, რომ [ციხეში გარდაცვლილების] სიას არ მიმატებოდა“, - განაცხადა გიული ავალიშვილმა.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...