მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

UNECE-ის აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა UNECE-ის პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, მწვანე ეკონომიკის და სხვა მიმართულებით.

ქართულმა მხარემ გაეროს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელების შემდეგაც საქართველო შეძლებს, გაზარდოს თავისი ფუნქცია რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან, იანგ ტაე კიმთან შეხვედრაზე კი აქცენტი სატრანსპორტო სისტემის გაციფრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აღნიშნულ პროცესს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო სატრანსპორტო პროცედურების მოდერნიზაციისა და გამარტივების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყანა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს ორმხრივი საავტომობილო ტრანსპორტის ნებართვების გაციფრულებას.

შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794322384

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი

„ვიდრე „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ს...

ლევან მახაშვილი

1794321103

ახალი ამბები

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განა...

გივი მიქანაძე

1794320997

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა

გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლები ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარ...

გიორგი ვოლსკი