გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისი სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, უსმენენ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულ, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.
გიორგი ჩითარიშვილის განცხადებით, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევას წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს, რადგანაც ხელისუფლებას სურდა სცენარის გათამაშება, თითქოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობაში შეჭრას აპირებდნენ.
„მე თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი, კი იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისი იყო რაოდენობრივად, ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ.
15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივაცია იმაში იყო, რომ ჩვენ ახალგაზრდები საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმებით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო ის, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებს და გვარებს, არ ვმალავთ ჩვენს ვინაობას, იმიტომ რომ ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვბრძნობდით რომ მარტოები არ ვიყავით.
15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ ჩვენ ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით ეკა ზღულაძემ 3-4 საათში გააკეთა განცხადება, რომ თითოს ჩვენ პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“, - განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.
1750240538
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ბორის ჩელე ყურუას აღიარებაზე: ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები
ხომ აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ დიახ, ჩვენ ვამზადებთ რევოლუციასო, რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამე...
1750239290
საზოგადოებათოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა, წაიშინეს ხელები, 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას, უსმენენ. მალხაზ თოფურიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის...
1750238881
საზოგადოებავეტერანი თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო - შემდეგ გამოჩნდა სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა
ეროვნული გვარდია როდესაც ორთაჭალაში იყო, გვქონდა ომში დაღუპული ბიჭების კუთხე გვქონდა - ძირითადად სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულების და გვარდიელების, კანდელი გვენთო და წმინდა ადგილივით იყო. მეტსაც ვი...
1750238170
ახალი ამბებილაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვ...
1750236757
ახალი ამბებიგიორგი ტყემალაძე: ტაქსების რეფორმა ნამდვილად შედგა და დღეს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უსაფრთხო და კომფორტული სერვისით
„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ...