კახა კალაძე: ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ

 „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა და თბილისის მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი სახეზეა, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და აფასებს, თუმცა, რჩება ბევრი გამოწვევა, რის დასაძლევად მზად არის, თავის გუნდთან ერთად.

„ჩემთვის დიდი პატივია, მომავალშიც ვემსახურო თბილისს და თბილისელებს. ძალიან ვუფრთხილდები თქვენს ნდობას და სიყვარულს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, მოტივაციის მთავარი წყარო ხართ თქვენ, რიგითი თბილისელები, ადამიანები, რომელთა ცხოვრების სასიკეთოდ გარდაქმნაში თუნდაც მცირე წვლილი გვაქვს შეტანილი. გვაბედნიერებს ყოველი გახარებული ადამიანის ნახვა,ლ თუმცა, ილუზიაში არ ვიმყოფები და ვიცი, რომ პრობლემები ბევრია, რასაც სჭირდება გამკლავება.

ახლა ვიმყოფები თბილისის გულში, მთაწმინდის რაიონში, ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ არეალში. აქ არაერთ ოჯახს აქვს ავარიული საცხოვრებლის პრობლემა. 2026 წლიდან ჩვენ ავამოქმედებთ ახალ პროგრამას, ისტორიულ არეალში მდებარე ავარიული შენობების ჩასანაცვლებლად. ამ თემაზე მე უკვე ვისაუბრე მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერია გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეფასდება საბაზრო ღირებულებით და დაიცავს მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებს. ისტორიულ ზონაში გათავისუფლებული არეალები კი მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურ შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან ერთსულოვნებას და მხარდაჭერას გრძნობს, დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში.

„ჩვენი პოლიტიკა არის პროქართული, ჩვენი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვა. საქართველო ჩვენი სამშობლოა და ის ერთადერთია. ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.

ამ ერთსულოვნებით, რასაც ვხედავთ, რაც მთელ ქალაქშია, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ვგრძნობთ, დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ყველანი გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, ჩვენი ქვეყანა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მოსახლეობას ვხვდები, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი გაკეთებული პროექტებით მადლიერები არიან, თუმცა, ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემა დგას. მე არ მეშინია ამ გამოწვევების, რადგან ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი მიმაგრებს. თქვენ ჩემი თანაგუნდელები ხართ, ჩემთან ერთად იბრძვით ყოველდღიურად, რომ ერთად რაღაც კარგი გავუკეთოთ ამ ქალაქს, მშვიდობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მთაწმინდის მოსახლეობასთან დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757855761

მსოფლიო

მარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა

 ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხა...

მარკო რუბიო

1757853899

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი - სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება

 „დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი“, - წერს სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. დეპუტატი თან ურთავს კანონის იმ მუხლს, სადაც წერია,...

არჩილ გორდულაძე:

1757851804

საზოგადოება

ირაკლი ტაბლიაშილი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, მიჰყევი საზღვრამდე, გაიტანონ რუსეთში და ააფეთქონ

 ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება. „თუ ეს ასეა, რას უშლი ხელს, გაატარე, გაიტანონ, მიჰყევ...

ირაკლი ტაბლიაშილი

1757850473

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც

 იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლე...

თორნიკე ჭეიშვილი

1757848414

საზოგადოება

პროკურატურა: ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული

 საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს...

პროკურატურა