კახა კალაძე: როდესაც არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს კი, თავაწეული მივდივარ ხალხთან, რადგან ზურგს მიმაგრებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები

მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
კახა კალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდს, პატარას ჩემთან შეხვედრისთვის. „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ - ეს ჩვენი საარჩევნო სლოგანია. ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკა, რომ, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ქართულ სახელმწიფოს ძალიან დიდი ძალა ებრძვის. ჩვენ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველდღიური ნაბიჯებით ვაძლიერებთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღეს შევკრებილიყავით და ქალაქის მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე გვესაუბრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც დედაქალაქში არსებობს და რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი მომდევნო ოთხ წელში მოაგვარებს.
„ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას - გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები; გამზირები და ქუჩები, რომელსაც რეაბილიტაცია-განახლება სჭირდება; რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსაწესრიგებელია; ჯერ კიდევ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს; არიან ოჯახები, ვისაც ჩვენი პროგრამებით თანადგომა სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად, ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
2017 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს უკვე, როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.
1757862419
ახალი ამბებიავარია ქედაში - დაშავებულია ერთი პირი
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამო, საავტომობილო გზის ორივე მიმ...
1757860168
საზოგადოებამიტროპოლიტი შიო: თუ გვინდა გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით
„თუ გვინდა, გავხდეთ სიძის საქორწილო ნადიმის თანაზიარნი და მონაწილენი, ასე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ითხოვს ჩვენგან უფალი: ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულ...
1757857867
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს. დღეს, კახა კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები...
1757855761
მსოფლიომარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელში გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხა...
1757853899
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი - სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება
„დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი“, - წერს სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე. დეპუტატი თან ურთავს კანონის იმ მუხლს, სადაც წერია,...