გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა

ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ილია მეორის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ პოსტს.

„ეს ადამიანი, რომელიც დღე და ღამე ყიდდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, გამოდის და ბედავს, რომ პატრიარქს, მის მოღვაწეობას, ეკლესიას აკრიტიკებს. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არა მხოლოდ მისი საქმიანობის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ მიჰქონდათ იერიში ეკლესიაზე, პირადად პატრიარქზე, დღესაც გრძელდება ეს სიძულვილის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა გაბუნიამ.

„2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი)", - დაწერა სააკაშვილმა პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775298769

საზოგადოება

სუსმა დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებ...

სუსისსუსის

1775297217

ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეები შეემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას სამი ახალი IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეემატა. ინფორმაციას შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვ...

სახანძრო სახანძრო

1775296229

საზოგადოება

მახაშვილი ფასების რეგულირებაზე: მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები

„მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ეს ცუდად არ აისახოს მომხმარებლებზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...

ლევან მახაშვილი

1775294733

ახალი ამბები

გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს,  ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა - ერთი მუშა ადგილზე და...

მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

1775294364

ახალი ამბები

თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვაა

თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. უბედური შემთხვევა, ვარკეთილში მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია...

პოლიცია პოლიცია