რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, მსჯავრდებულის დეესკალაციაში გადაყვანას წინ ახლდა გარკვეული ფაქტები და საფუძვლები.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეულობით პატიმარი ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, ისინი დასაქმებულები არიან პენიტენციურ სხვადასხვა დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი რომელიც ჩარიცხულია სამეურნეო ნაწილში და ის თავის შრომაში საზღაურს იღებს, როდესაც ის თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, არიგებდა საკვებს, მსჯავრდებულმა დავითაძემ უშვერი სიტყვებით, გინებითა და ცუდი ქმედებებით გამოხატა დიდი აგრესია მის მიმართ.
სარეჟიმო კონტროლის თანამშრომლები ამ პროცესში მყისიერად ჩაერთვნენ, მოუწოდეს დავითაძეს, რომ მსგავსი ქმედებები შეეწყვიტა. ასევე გააცნეს შესაბამისი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, რომ მას დაეკისრებოდა დისციპლინური სახდელი. ამაზე მსჯავრდებულ დავითაძეს ასევე ჰქონდა ძალიან დიდი აგრესია, ასევე უშვერი სიტყვებით მიმართა დაწესებულების თანამშრომლებს.სწორედ ეს გახდა საფუძველი მისი დეესკალაციის ოთახში გადაყვანის, რაც მერწმუნეთ, განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
1791650220
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან მოვისმინეთ, რომ თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა - ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენ...
1791647707
საზოგადოება11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...
1791646876
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: იმდენად არის შავი ფულის ტრიალი და მზარდი დაფინანსება, შვილები ითხოვენ მამების ციხეში ყოფნას, ხალხო, გაგიგიათ?! შუქრი ბურჭულაძე ითხოვს მამამისისგან - იჯექი, იქ უნდა ეწამოო
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას უნდა მათ უცხოელ დამკვეთებს თავი მოაჩვენოს და უთხრას, რომ პოლიტპატიმრები გვყავს, რადგან მათგან დაფინანსება წამოიღონ. „...
1791645788
მსოფლიომედია: აზერბაიჯანში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინ...
1791643649
საზოგადოებაგაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - რთულია თქვენთვის, ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირი ქართულ მრავალ...


























