სოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მაშინ როცა აზარტული თამაშების მიმართ კანონი გამკაცრებულია, უპრიანი იქნება სპორტული ტურნირების ჩატარებისას მოსახლეობის მონაწილეობის პროცენტული წილი შემცირდეს.

სოზარ სუბარს არ მიაჩნია მართებულად ისეთ კანონში ცვლილებების შეტანა დაჩქარებული წესით, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება. შესაბამისი განმარტების გაკეთება მან დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სთხოვა, სადაც „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილებოდა.

„წინა მოწვევის პარლამენტში, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, ძალიან გავამკაცრეთ კანონმდებლობა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ შესაძლოა ჩატარდეს აზარტული თამაშების ტურნირი, რომელშიც 10 ათასმა კაცმა მიიღოს მონაწილეობა. 10 000 კაცის 30% არის საქართველოს 3 000 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 0.1%-ია და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არ არის იმ ტიპის კანონი, რომელიც არსებით მნიშვნელობას იძენს, და დაჩქარებული წესით რატომ ვიღებთ? თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას აქვს განზრახული ამ ტიპის ტურნირის ჩატარება, ცოტა ადრე დაგვეწყო განხილვები, რათა მეტი დრო ყოფილიყო მსჯელობისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შოთა ბერეკაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ საუბარია არა რეგულაციების გამკაცრებაზე, არამედ საერთაშორისო ტურნირების მონიტორინგის განხორციელებაზე.

„დავიწყებ იმით, რომ ასეთი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში დღესაც შეიძლება. ჩვენ ვამკაცრებთ რეგულაციას და ვახორციელებთ მონიტორინგს და სწორედ ამიტომ არის, რომ 70% უცხოელი და 30% ქართველი უნდა იყოს. ასეთი ტიპის ტურნირები ტარდება ევროპულ ქალაქებში და ამ ტურნირებში ქართველებიც იღებენ მონაწილეობას. ეს არ არის კლასიკური აზარტული თამაში, ეს არის ტურნირი. მაგალითად, არსებობს პოკერის საერთაშორისო ტურნირები და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოქალაქეები და იღებენ მონაწილეობას. იმისთვის, რომ ასეთი თამაშები საქართველოშიც ჩატარდეს, ვიღებთ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს ჩვენი კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან მიმართებით, ძალაში რჩება.

მაგალითად, ასაკობრივი შეზღუდვა, შავ სიაში მყოფი პირის მონაწილეობის შეზღუდვა, საჯარო მოხელის მონაწილეობის შეზღუდვა. მეტიც, ამას ემატება კიდევ ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომ ტურნირის მონაწილეების 70% უცხოელი უნდა იყოს. რაც შეეხება მონაწილეების რაოდენობის განსაზღვრას, ჩვენ განვსაზღვრავთ საპრიზო ფონდს და აქედან გამომდინარე, მონაწილეების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია. საპრიზო ფონდისთვის გათვალისწინებულია 3 მლნ ლარი და ეს ნიშნავს, რომ 3 000 ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სწორედ საპრიზო ფონდი განსაზღვრავს ამას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პასუხის შემდეგ, სოზარ სუბარმა თემაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება ტურნირებში მონაწილეთა წილის შემცირება.

„გასაგებია, რომ სპორტული ტურნირია, თუმცა მაინც აზარტულ თამაშებს ეხება. ჩემთვის რთული დასაჯერებელია, რომ ამ ტიპის ტურნირი არ იწვევდეს დამოკიდებულებას. ამიტომ, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის განსაზღვრული 30%-იანი წილი სასურველია შემცირდეს 10% ან 5%-მდე“, - დასძინა მან.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” წევრების ცალკეული შენიშვნა და ინიციატივა კანონპროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა და უმრავლესობამ აზარტული თამაშების ტურნირში მონაწილე უცხოელების სავალდებულო წილი 70%-დან 80%-მდე ასწია, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793191769

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1793190926

ახალი ამბები

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...

საქართველო

1793189989

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თა...

საქართველოს პრეზიდენტი

1793187738

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას

„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლ...

ლადო სადღობელაშვილი

1793187406

ახალი ამბები

ნინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის „საგზაო რუკებზე“: ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია

„ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შ...

ნინო წილოსანი