პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დას შეხვდა და დაჰპირდა, რომ მიუხედავად განსაკუთრებით მძიმე სასჯელისა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება 3-4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე გაფორმდებოდა, რისთვისაც თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული არწმუნებდა დაზარალებულს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ვერ გააფორმებდა და საკითხს არც კი განიხილავდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793189989

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თა...

საქართველოს პრეზიდენტი

1793187738

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას

„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლ...

ლადო სადღობელაშვილი

1793187406

ახალი ამბები

ნინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის „საგზაო რუკებზე“: ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია

„ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შ...

ნინო წილოსანი

1793186149

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: „საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს

„საგზაო რუკების“ მიცემა ისე, რომ არც ვადებია განსაზღვრული და არც გზაა სინამდვილეში ნაჩვენები, ადასტურებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელში სერიოზულად არავინ განიხილავს, -...

რატი იონათამიშვილი

1793184545

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს. ჩიხ...

დავით ჩიხელიძე