გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში
„ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, პატიმრობის თემაზე სასაუბროდ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს სიტყვა არ აქვს ამოსაღები.
„საერთოდ, ამ პატიმრების თემასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს სიტყვა არ აქვს ამოსაღები. გარდა ამისა, ეს მუდმივად რევოლუციური მოწოდება, რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში საკუთარი თავის წარმოჩენა, ყოველდღიური განცხადებები, რომ ქვეყანას როგორმე შეერყეს საფუძველი, დაინგრეს, განვითარდეს დესტაბილიზაციის პროცესები და ამაში მისი მხარდამჭერები მისი ლიდერობით უნდა ყოფილიყვნენ მოწინავეთა რიგებში. ეს ერთი თემაა, პოლიტიკური და რაც შეეხება ჩვეულებრივ წესს და ნორმას, ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.
1763030460
საზოგადოებაგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...
1763026755
საზოგადოებაჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე...
1763024139
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან სამაგალითო თანამშრომლობა გაქვს. ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მა...
1763022952
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალი...
1763021044
საზოგადოებალევან მახაშვილი სააკაშვილზე: სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა
იგი აქამდე იყო სამკურნალო დაწესებულებაში. გასაგები მიზეზების გამო იგი იქ იყო და მკურნალობდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მსჯავრდებულ მიხეილ...


























