გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გივი მიქანაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჰუაი ძინფენგის მოწვევით, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პეკინში გაიმართება.
მინისტრი ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე, დანერგილ სიახლეებსა და სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.
ვიზიტისას მინისტრი ასევე ესტუმრება ნანძინგის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტს, შენჭენის პროფესიულ და ტექნიკურ სკოლასა და კომპანია Huawei-ის ცენტრალურ ოფისს, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავს.
გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძესთან - ერთად გაემგზავრა.
1763026755
საზოგადოებაჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე...
1763024139
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან სამაგალითო თანამშრომლობა გაქვს. ჩვენს სექტორში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთის მა...
1763022952
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალი...
1763021044
საზოგადოებალევან მახაშვილი სააკაშვილზე: სახელმწიფომ იმაზე მეტი ყურადღება დაუთმო, იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, იმაზე მეტი ყურადღება მიაქცია, ვიდრე შეიძლება, ეს ადამიანი იმსახურებდა
იგი აქამდე იყო სამკურნალო დაწესებულებაში. გასაგები მიზეზების გამო იგი იქ იყო და მკურნალობდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მსჯავრდებულ მიხეილ...
1763019206
საზოგადოებასაგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირი...


























