პროკურატურა: 4 ოქტომბრის საქმეზე 64 ბრალდებულის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს
2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება. ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ)“, - განმარტავენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
1763035256
საზოგადოებანინო წილოსანი ოპოზიციის ბრიფინგზე: 15:00 საათზე წერილი „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს „Prime Time“-ის მიერ მოპოვებულ იმ...
1763035173
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: დღეს რა სკანდალიც მოხდა და რაც გაუსკდათ, 28 ნოემბრის აქციას დამსახურებულად უნდა დაერქვას აგენტი მონების აქცია! აბა მეკამათეთ მოდით
„დღეს რა სკანდალიც მოხდა და რაც გაუსკდათ, 28 ნოემბრის აქციას დამსახურებულად უნდა დაერქვას აგენტი მონების აქცია“, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე. საუბარია...
1763033417
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!
„უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია“, - წერს საპარლამენტო უმრავლ...
1763032454
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში
„ამ ადამიანს ავადმყოფობის არაფერი ეტყობა და რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს საპატიმრო ადგილზე, ჩვეულებრივ რეჟიმში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მსჯა...
1763030460
საზოგადოებაგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...


























