გოგა ხაინდრავა - სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდა, ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო

სააკაშვილს აქვს ნათქვამი, პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად გადაწყდაო? ურთიერთობებს ისე თუ დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
გოგა ხაინდრავამ გაიხსენა სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, როდესაც სააკაშვილი რუსეთში დოღზე იყო დაპატიჟებული.
„ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხულის ბოლოს თუ ზაფხულის დასაწყისში. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში მართავს დოღს, სადაც დაპატიჟებულია ესენგეს ყველა პრეზიდენტი თავიანთი ცხენებით, რათა იქ მიიღონ მონაწილეობა. დაპატიჟებულია სააკაშვილიც. აჭარის მოვლენებიდან ერთი-ორი თვე არის გასული, ახალი მომხდარია აჭარის მოვლენები. დელეგაციაში ვართ გელა ბეჟუაშვილი, სააკაშვილი მეუღლესთან ერთად, მე. კიდევ არ მახსოვს, ვიღაც შეიძლება იყო, მაგრამ იმ დოღზე, რომელიც მოსკოვის ჰიპოდრომზე გაიმართა, მიპატიჟებული ვიყავით სააკაშვილი ცოლთან ერთად, გელა ბეჟუაშვილი და მე. იყო დიდი სუფრა, სადაც პრეზიდენტები ისხდნენ ერთად, პატარ-პატარა სუფრებთან ვისხედით ესენგეს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეები და ისინი, ვინც თან ახლდათ პრეზიდენტებს. დოღი რომ დამთავრდა, პუტინმა დაპატიჟა პრეზიდენტები, ცალკე სუფრა იყო გაშლილი სადღაც შენობაში. ჩვენ სხვაგან გაგვიშალეს სუფრა, ეტყობა ამდენი ხალხი იქ ვერ ეტეოდა. ძალიან საინტერესო იყო, რომ ელექტროქარი რომ არის პატარა, ორადგილიანი, გოლფის მოედანზე რომ დადის, ისეთი იდგა იქ, გასასვლელზე და პუტინი რომ გავიდა, სააკაშვილი დაისვა გვერდზე, იქით ალიევი იყო, ნაზარბაევი, სხვებიც იყვნენ, ყველას გვარი არ მახსოვს, ძალიან პატივცემული პრეზიდენტები იყვნენ. დაახლოებით ერთი საათი, საათ-ნახევარი გაგრძელდებოდა სუფრა. ჰიპოდრომი პატარაა, ამიტომ ჩვენი მანქანები იქ ვერ შემოვიდა, მარტო პრეზიდენტების მანქანები იყო შემოსული. სააკაშვილი ურეკავს ბეჟუაშვილს, რომელიც გვერდზე მიზის და ეუბნება, ახლა გამოვალ მანქანით, დამხვდით და მანქანაში ჩამიჯექითო. დავხვდით, ჩავსხედით მანქანაში და ბეჟუაშვილი ეკითხება, აბა, რა იყო, მითხარიო. რას ლაპარაკობ, მაგარი შეხვედრა გვქონდაო. ზუსტად სიტყვა სიტყვით გეუბნებით, რა თქვა სააკაშვილმა მანქანაში: პუტინმა მითხრა, ნახე აჭარის საკითხი როგორ მშვიდობიანად და კარგად გადაწყდაო? ხომ ნახე ყველაფერიო. ამიტომ, ჩვენ ურთიერთობებს თუ ისე დავალაგებთ, როგორც საჭიროა, ცხინვალის რეგიონის პრობლემებსაც მოვაგვარებთო ზუსტად ამ ურთიერთობებით, მეგობრიობითო. ოღონდ ერთი რამ მინდა, გითხრათო, ამას დრო დასჭირდება, დაახლოებით ერთი წელიო. მეც საზოგადოება მყავს, იქ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აზრია და ეგრე მიყოლებით ამას ვერ გავაკეთებთო. სიჩუმეა მანქანაში. ბეჟუაშვილი ეკითხება, მერე შენ რას ფიქრობ? რის ერთი წელი, სად არის ერთი წელიო, ერთი წელი არა ისო. მაგას დავალაგებთ ახლავე, რომ დავბრუნდებითო. მაშინ მივხვდი და მაშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, დიდი ბრძოლა იყო ჩემზე, ამ თანამდებობას არ დავტოვებ. დავბრუნდი თბილისში და ყველას გახსოვთ კარგად 2004 წლის ზაფხულის მოვლენები, როდესაც, პრაქტიკულად, სამხედრო კონფლიქტის პირას დავდექით ყველანი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
1743416389
საზოგადოებასუბარი: ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, მიწა-წყალი, შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ტყვიის გასროლა არ მოხდა. რაც 13 წელი შეინარჩუნა მოსახლეობამ ჩააბარა სააკაშვილმა მოღალატეობრივად
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტი...
1743413501
საზოგადოებანინო წილოსანი: ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ
ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მე...
1743411617
ახალი ამბებიბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...
1743411402
საზოგადოებადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...
1743410454
საზოგადოებაქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა
ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...