გურამ გურამიშვილი: ფოთი-თბილისი-ფოთის ბლოკ მატარებელი გაზრდის სარკინიგზო სექტორის როლს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო სტრუქტურაში, ასევე საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას

ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარული საკონტეინერო ბლოკ მატარებლები იმოძრავებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც ბლოკ მატარებლების მიმოსვლა მოიტანს.
მისი განმარტებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების, ტერმინალების, ასევე საკონტეინერო მომსახურების სეგმენტისთვის, იზრდება კონკურენცია და მომსახურების ხარისხი შიდა ბაზარზე.
„ბლოკ მატარებლების მიმოსვლა ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ბაზრისთვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის კიდევ რამდენიმე მიმართულებით: გაიზრდება ფოთის პორტის ლოგისტიკური ეფექტურობა - რაც გულისხმობს დამატებითი ოპერაციების გარეშე კონტეინერის მიწოდებას. შესაბამისად, შემცირდება სატვირთო გადაზიდვების დრო ფოთის პორტიდან თბილისის ლოგისტიკურ ცენტრებამდე და პირიქით, რაც თავის მხრივ ზრდის დროზე მიტანას და საექსპორტო/საიმპორტო ტვირთის ეფექტურ მოძრაობას ქვეყნის შიგნით. ასევე მნიშვნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების წახალისება - უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი ბლოკ მატარებელი კონკურენტუნარიანს ხდის რკინიგზას ავტოტრანსპორტთან შედარებით. შედეგად, იკლებს ტრანსპორტირების ღირებულება და იზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. კონტეინერებით ბლოკ მატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქვეყნის საავტომობილო გზები ნაკლებად დაიტვირთება და შესაბამისად, გაიზრდება ეკოლოგიური ეფექტი - ბლოკ მატარებლებით გადატანილი ტვირთი ნიშნავს ნაკლებ სატვირთო მანქანებს მაგისტრალზე, რაც თავის მხრივ ამცირებს გზების ცვეთას, CO₂-ის გამონაბოლქვს და ტრანსპორტის გამო გამოწვეულ საცობებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ბლოკ მატარებლებს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალის გაზრდის კუთხითაც. შიდა კავშირების გაუმჯობესება კი ზრდის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას - თბილისიდან შესაძლებელი ხდება ტვირთების განაწილება ქვეყნის შიგნით, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. საერთო ჯამში, ბლოკ მატარებელი ზრდის სარკინიგზო სექტორის როლს შიდა ტვირთბრუნვაში, ამცირებს ღირებულებებს, ამარტივებს ლოგისტიკას და ქმნის დაბალემისიური, გამართული სატრანსპორტო მოდელის საფუძველს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
1754476039
საზოგადოებაბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მზია ამარლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუ...
1754475268
საზოგადოებააღსრულების ეროვნული ბიურო: ყადაღა ვრცელდება „ლელო საქართველოს“ არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს
აღსრულების ეროვნული ბიურო „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ „ლელო საქართველოს“ მი...
1754474957
საზოგადოებარევაზ სოხაძე: შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
შიდა ქართლის რეგიონში მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ დვანში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსმიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეგ...
1754474745
საზოგადოებასაოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა...
1754473805
საზოგადოებალევან მახაშვილი: „მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს
„მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...