გურამ მაჭარაშვილი გახარიას: თქვენი ამოცანა, რომ უფრო უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ საერთოდ დაკავებები აღარ არის ამ ტერიტორიაზე, აღარც „ბორდერიზაცია“, იმიტომ რომ მთლიანად წაიღეს საგუშაგოს დადგმის შემდგომ ეს ტერიტორია

„თქვენი ამოცანა იყო ის, რომ ნაკლებად ეფექტურად რომ აკონტროლებდით ამ ტერიტორიას, როგორც თქვენ თვლით უფრო ეფექტურად რომ გაგეკონტროლებინათ, ამიტომ ჩადგით ეს საგუშაგო ხომ ასეა?“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა შს იმჟამინდელ მინისტრს, გიორგი გახარიას, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე საუბრისას.

აღნიშნულ კითხვაზე გიორგი გახარიამ მაჭარაშვილს უპასუხა, რომ საგუშაგოს ჩადგმის მთავარი მიზანი იყო ის, რომ „ბორდერიზაცია“ არ მომხდარიყო.

„უფრო ეფექტურად გაგვეკონტროლებინა ერთი, მაგრამ ეგ არ იყო, მთავარი იყო ის, რომ ბორდერიზაცია არ მომხდარიყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ამოცანა, რომ საგუშაგოს დადგმის შემდგომ უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო ვერ მოხერხდა, რამდენადაც საგუშაგოს დადგმის შემდგომ სრულად წაიღეს ტერიტორია.

„დაკავებები იყოო და არ დადასტურდა ეს „სუსის“ მიერ, იყო სულ ორი პირის შეჩერება, აი ამ ტერიტორიაზე და შემდეგ ჩამოსვლა და თქვენი ამოცანა, რომ უფრო უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო, საგუშაგოს დადგმის შემდგომ აღმოჩნდა, რომ საერთოდ დაკავებები აღარ არის ამ ტერიტორიაზე, აღარც ბორდერიზაცია აღარ არის, აღარც შეჩერება აღარ არის, იმიტომ რომ მთლიანად წაიღეს საგუშაგოს დადგმის შემდგომ ეს ტერიტორია, ანუ გამოვიდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით, რეალურად აბსოლუტურად, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ტერიტორია, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადასტურებულია „სუსის“ მიერ.

თქვენ თუ სხვა რამე ფაქტი გაქვთ, ვიდრე „სუსი“ ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაკავებები არ ყოფილა, ეს უნდა მოგემზადებინათ აქამდე. 10 თუ 12 დღეა უცხოეთში ხართ და ეს კითხვა რომ გვექნებოდა ეს არ იცოდით? დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არ გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საგუშაგოს დგამთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტ-ნაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან, ხალხი იქ დადის ტყეში პრობლემა არ აქვთ, მხოლოდ ამ წლების განმავლობაში ორი ადამიანი შეაჩერეს, არ დააკავეს და ისე გაუშვეს და თქვენი გადაწყვეტილების შემდგომ ამ ტერიტორიაზე რეალურად მივიღეთ ის, რომ ვეღარ სარგებლობენ. აი ეს არის სურათი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ