გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველის საქმე თურმე არ ყოფილა პატიმრის უფლების დაცვა

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ელჩების საყურადღებო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო სააკაშვილის რეჟიმის ხასიათი, რადგან თურმე პატიმრის უფლებების დაცვა არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე.

კომისიის წევრს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს ერთ-ერთი დაზარალებულის, გიული ავალიშვილს განაცხადზე მაშინდელი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის შესაბამისი პასუხი, როდესაც მან უარი თქვა პატიმარ გიორგი ავალიშვილის (თირკმელების ტერმინალური უკმარისობით დაავადებული ადამიანის) საქმის განხილვაზე.

„ჩემი საქმე არ არის პატიმრის უფლებები, ეს გითხრათ მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა? ეს არის ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩების გასაგონად რომ ვთქვა, მათი ნანატრი ნაციონალურიო მოძრაობის დროს მოქმედი სახალხო დამცველის პასუხი, რაზეც არცერთი ელჩი არ გააკეთებდა ახლა კომენტარს. თურმე პატიმრის უფლებების დაცვა არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი დაინტერესდა ასევე, თუ იყო რაიმე ტიპის გამოხმაურება რეჟიმის პოზიციაზე ელჩების ან იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც სააკაშვილის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებს. „იმათ მაინც გიპასუხონ, ელჩები იქნებიან თუ პოლიტიკოსები, ვინც დღემდე სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ევროპული ღირებულების პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ პარტიას უწოდებენ. გიპასუხებენ თუ არა არ ვიცი, სავარაუდოდ არა, იმიტომ, რომ ოთხჯერ მიმართეთ და არ გაუციათ პასუხი. იქნებ ახლა მაინც იმ ელჩებმა გიპასუხონ, ვისაც დღემდე მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც თქვენ ძმა მოგიკლათ, სხვებს ქონება წაართვა და ათას უბედურებაში გახვია ქვეყანა, არის „დემოკრატიის შუქურა.“ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ასეულობით ადამიანიდან, რომელიც კომისიაზე მოვიდა და ოჯახის წევრის სიკვდილის ან გაუბედურების ამბავს ჰყვება. სხვები ვერ მოჰყვებიან, რადგან გარდაცვლილები არიან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749230522

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე