გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა
საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.
გურამ მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუყარა საფუძველი, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს 1-ელი ოქტომბერი, რადგან ეს დღე უახლოეს ისტორიაში ჩაიწერა გარდამტეხ თარიღად, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს სწორად განვითარებას. რა თქმა უნდა, ამ დღეს ვულოცავ მთავარ შემოქმედს - ბიძინა ივანიშვილს, ქართველ საზოგადოებას, 2012-იანელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ და იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკურ წარსულს ჩაფბარებოდა. რომ არა ეს დღე და რომ არა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფება, სამწუხაროდ, უკრაინა - საომარ ვითარებაში.
2022 წელს „ხალხის ძალამ“ საზოგადოებას დავანახვეთ ის რეალობა, რომელსაც ქვეყანას ევროდემოკრატია, „დიფ სთეიტი“ და გლობალური ომის პარტია უპირებდა. ეს არ იყო მარტივი საკითხი. უნდა დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ უცხოეთიდან საქართველოში აპირებდნენ მეორე ფრონტის გახსნას (ეს მცდელობა დღემდე გრძელდება), ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხელისუფლების შესაცვლელად და ა.შ. რომ არა 2012 წლის პირველი ოქტომბერი, სამწუხაროდ, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ყველაფერი პირნათლად შესრულდებოდა ისევე, როგორც ეს სრულდება იმ ქვეყნებში, სადაც ევრობიუროკრატიას თავისი ხელისუფლება ჰყავს.
ასე რომ, 1-ელი ოქტომბერი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 14 წლისთავზე ვიტყოდი იმასაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი და გასაკეთებელი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1790952269
საზოგადოებაიონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს, ეს არის მარტივი მათემატიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი მედიასთან საუბრის დროს ხსნის, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შე...
1790951974
ახალი ამბებითბილისში, ლოტკინზე ბარაკული ტიპის სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ლოტკინზე, ბარაკული ტიპის სახლი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულებ...
1790950002
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩატარდა, ფარდა ახადა არაფორმალური...
1790949435
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩ...
1790948945
ახალი ამბებინინო ჯღარკავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე: არ გეჩვენებათ, რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ-ზე გადადით
„პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის, რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წა...


























