იაგო ხვიჩია: ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს და ამის ბრალია

„ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ახლა ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული.
„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა და ორმა, ვინც მონაწილეობს, იმათ აგინოს. მგონი, ეს ყველაზე უარესი ამბავია. მეხუთე პრეზიდენტი თუ მართლა გულწრფელად არის მომხრე, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა გავიდეს არჩევნებზე, უფრო ომახიანი უნდა იყოს მოწოდებაში და უფრო კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს „ლელოს“, ნუ დაარღვევს ძვირფას ოპოზიციურ ერთობას.
დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მთავარი სტიმულატორი არის ის, რომ არჩევნებზე „ლელო“ გავიდეს საპატიო მეორე ადგილზე, თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ. ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია. ამ ტაქტიკით ვერ მიაღწევენ მიზანს, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეთ.
ჩემი აზრით, მეტი უნდა დახარჯონ, უფრო ხელგაშლილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბევრი ფული აქვს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რატომ შეიცვალა „ლელომ“ პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩიამ აღნიშნა: „ჩვენ პარტიაში გვაქვს განსხვავებული აზრი, სულ ორი ვერსია შეიძლება, იყოს. ეს მოგდის მაშინ, როცა ან სულელი ხარ ან მოსყიდული. „ლელოს“ შემთხვევაში რთულია, ცალსახად თქმა, რადგან ფული თავისიც აქვს „ლელოს“, მაგრამ მეორე არგუმენტს, ან ერთი ან მეორე, ან მესამე ვერ დაემატება, გამორიცხულია.
ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს როდესაც შორდებიან პოლიტიკური კოალიციები თუ პარტიები, ამის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ.
გეგონება, ეს იყოს პირადი დაშორება და არა პოლიტიკური და არ იყოს ვალდებულება, რომ საზოგადოებას აუხსნა, რა გქონდა ადრე საერთო, რამ გაგყო ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ვამზადებდეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, დიდ ქალაქებში მაინც“.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...