შიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის
დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმცირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
მან მადლობა გადაუხადა სამღვდელოების წარმომადგენლებს ლოცვისთვისა და თანადგომისთვის და ტაძარში მისული სტუმრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა.
„თითქმის 2000 წელი გავიდა, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. უფლის კვართის მფლობელმა ერმა გულის კარი გაუღო მაცხოვრის ცოცხალ სიტყვას და წმინდა მოციქულების ქადაგებით, პირველ საუკუნეებშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი, მოციქულთასწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით, სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების მთავარი საფუძველი.
წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტეს მიერ ერთობით ვიდღესასწაულოდ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა პატრიარქმა.
1779009672
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს
მივულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. მართლა უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველები ოდითგანვე ოჯახის სიძლიერეზე იდგნენ და დღევანდელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აგრძ...
1779009003
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მან საზ...
1779008387
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია
დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდე...
1779007569
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ამ დღემ უკვე მოასწრო „უზარმაზარი ბრწყინვალების შეძენა“. „დრომ აჩვენა და გამო...
1779006852
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები
ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუ...


























