ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს: უმრავლესობის თითოეული წევრისთვის მადლობა გაქვთ მოსახდელი, რომ უფლება მოგეცით და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ
პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შემოვიდა პარლამენტში. ამ დაგვიანებას თავის მიზეზი აქვს და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს მათი პატრონებისგან იმ სცენარის ნაწილია, რომელშიც ეს დანაყოფი, კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით. თქვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითია თქვენი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი „მესიჯ ბოქსი“ გაავრცელეს თითქოს მხოლოდ მათ მიერ აღებული 8% იყო ლეგიტიმური.
„ერთი რამ გახსოვდეთ, რომ უმრავლესობის თითოეული წევრისთვის მადლობა გაქვთ მოსახდელი, რომ უფლება მოგეცით და აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გქვიათ. მაგრამ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომლებსაც თქვენ არჩევნებამდე ატყუებდით, თითქოს რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდით“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში ახლად შემოსულ წევრებს საკუთარი პოლიტიკური რეიტინგიც შეახსენა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიცვალა.
„რაც შეეხება თქვენ მიჯაჭვულობას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც არ უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ ერთი იდეის მომხრე და ერთი ძალა - საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, ხელი მოაწერეთ. წერილში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და თქვენი ამომრჩევლის დასჯას ითხოვდით. ეს არის თქვენი და თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. ერთი გახსოვდეთ - დღეიდან, სამი წლის განმავლობაში, ყოველ დღე თავის მართლება მოგიწევთ, რომ თქვენ არ ხართ ნაცები და მათი იდეების გამზიარებლები“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1776418290
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...
1776417620
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1776416978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...
1776416328
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...


























