ირაკლი კირცხალია: კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც

მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში. არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასა და მათ წევრებს ეხება.
„რიგი ცვლილებები შევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში. კერძოდ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური სარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში. ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, იქნება ეს სახელმწიფო-პოლიტიკური თუ პოლიტიკური; ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.
ამგვარი პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. ხოლო კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს მოვუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.
მოქმედმა პარტიებმა არ უნდა გააწევრიანონ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში. არ უნდა წარადგინონ ისინი პარტიულ სიებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება. ასევე, პარტიები ამგვარი პირებისგან შემოწირულებებს ვერ მიიღებენ.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, პარტიაში მიიღებენ ისეთ პირს, რომელსაც აკრძალული აქვს პოლიტიკური პარტიის წევრობა, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას“, - აღნიშნა კირცხალიამ.
„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს.
1760377157
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ნატოს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირ...
1760377106
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ - საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. ანდრია ჯაღმაიძ...
1760377063
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სუსის, შსს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, იმ გმირებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ თავის ქვეყანას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის თავიდ...
1760377013
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ განვითარებას
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ გან...
1760374791
საზოგადოებაპარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა
„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლ...