მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანში), ტატიანა პანაიოტოვიჩ ცვეტკოვიჩთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ისაუბრეს არსებული ტრადიციული, მეგობრული კავშირების შესახებ, მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს.

მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა, თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე მგზავრთა ნაკადების გაზრდასა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისათვის ორივე მხარის მზაობა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა.

მათ შორის მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთს შორის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სესიის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ბელგრადში გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკა გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760377157

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ნატოს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირ...

ირაკლი კირცხალია

1760377106

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ - საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. ანდრია ჯაღმაიძ...

ანდრია ჯაღმაიძე

1760377063

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სუსის, შსს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, იმ გმირებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ თავის ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის თავიდ...

ირაკლი კირცხალი

1760377013

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ განვითარებას

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ გან...

ირაკლი კირცხალია

1760374791

საზოგადოება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლ...

 ირაკლი კირცხალიამ