პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და ასევე, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დაინიციირდება.

უმრავლესობის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს.
ასევე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში.
კერძოდ: კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება, რაც გულისხმობს შემდეგს:

• ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში;

• ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას;

• ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები;

• ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას და აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა. ასევე, დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა;

ხოლო, კონსტიტუციის დაცვით მოქმედმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.

ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები არ შეასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივი წესით მათ დაჯარიმებას.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რიგი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, კერძოდ:

• შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი, ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის, ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო, თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;

• იმგვარ შეკრებაში, ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;

• ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას, ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად;

• ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით. ხოლო, მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება - 2 წლამდე ვადით.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760377157

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ნატოს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირ...

ირაკლი კირცხალია

1760377106

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ - საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. ანდრია ჯაღმაიძ...

ანდრია ჯაღმაიძე

1760377063

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სუსის, შსს-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, იმ გმირებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ თავის ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის თავიდ...

ირაკლი კირცხალი

1760377013

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ განვითარებას

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ გან...

ირაკლი კირცხალია

1760374791

საზოგადოება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლ...

 ირაკლი კირცხალიამ