სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ამა წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემისა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს. კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა რწმენისა და სულიერი ფასეულობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თქმით, მიუხედავად მცირე ტერიტორიისა და მრავალი ისტორიული განსაცდელისა, სწორედ რწმენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის ერთგულებამ გადაარჩინა ქართველი და ებრაელი ხალხები.
ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობასა და პირადად მისი უწმინდესობის გაცნობას. მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქრისტიანობას დიდ პატივის სცემს, რადგან ქართველ და ებრაელ ერებს მრავალი საერთო ღირებულება აერთიანებთ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნება, სამომავლოდ ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და ისრაელი დგანან. აღინიშნა, რომ რელიგიური და ზნეობრივი ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების საქმეში.
კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ისრაელის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ისრაელში მცხოვრები ქართველებისადმი. მისმა უწმინდესობამ სთხოვა ელჩს, მადლობა გადაეცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესთვის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის. მან ასევე გამოთქვა მადლიერება მისი აღსაყდრებისადმი გამოგზავნილი მილოცვისა და საჩუქრებისათვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
1781244880
საზოგადოებაპრემიერი: ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა
მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1781243256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - განაცხადა სა...
1781241414
მსოფლიოსასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში დრონების გაგზავნის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორ...
1781240191
საზოგადოებაყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი მასპინძლობს. საქარ...
1781239670
საზოგადოებაკანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამოს“ მიმდებარე ქუჩებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით, 02:00-მდე საათამდე იმუშავებს. თბილისის მერ...


























