ირაკლი კობახიძე: ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ
„ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზედაც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების ოპტიმიზმის ზოგადი და კონკრეტული საფუძველი ასევე არის ომის დამთავრება უკრაინაში.
„ევროკავშირი დღითი დღე სუსტდება, წლიდან წლამდე სუსტდება. მე არაერთხელ ვთქვი და რაზეც ვსაუბრობდი, პირდაპირ ჩაიწერა აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში. პირდაპირ თქვეს, ოღონდ იქ ციფრები რატომღაც სხვანაირად იყო მოყვანილი, 14% თქვეს, სინამდვილეში 17,5%-მდე არის ჩამოსული მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის ეკონომიკის წილი 30%-დან. 2008 წელს იყო 30% და შარშან იყო 17,5% და წელს სავარაუდოდ დამატებით 17%-მდე შემცირდება. ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ევროკავშირის დასუსტება იქნება თუ არა ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სამართლიანად საუბარს, ეს არ ვიცი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, ევროკავშირში შემობრუნდეს ის ტენდენციები, რომელიც დღეს არის. უკუსვლა თუ იქნება ასე გაგრძელებული, ეკონომიკური, დემოკრატიული, ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იცვლება მთლიანად მოცემულობა, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა ჩვენთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამ პირობებში, ჩვენ სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფით ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1765913355
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას
„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცე...
1765913318
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა
„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...
1765913278
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...
1765912600
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება
„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...
1765912567
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას
ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...


























