ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას

„ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით.

„შესაბამისად, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ის მოხდება ევროკავშირში. ეს ჩანაწერები რაც არის მოცემული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ, არ გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან პირდაპირ ვხედავთ საფუძვლიან კრიტიკას, მაგრამ ეს საფუძვლიანი კრიტიკა არ ისმოდა მანამდე ამერიკულ დოკუმენტებში. რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე წერია ამ დოკუმენტში. შეიძლება, ეს ვიღაცამ წაიკითხოს ისე, რომ პირიქით ამ ტენდენციების ხელშეწყობა შეიძლება გაგრძელდეს კონკრეტული ძალების მხრიდან, ვნახოთ, ამ მარჩიელობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან მსხვილი ძალები - აშშ და ევროკავშირი. უბრალოდ ჩვენს ინტერესებშია ევროკავშირი გაძლიერდეს და როგორც წერია ამ დოკუმენტში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შემოტრიალდეს დადებითისკენ ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არის ევროკავშირში ჩამოყალიბებული. თუ ეს მოხერხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო სუბიექტურად ჩვენთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპა გამორჩეული იყო ორი რამით ყველა სხვა დიდი სუბიექტისგან მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის მაღალი ხარისხით და იდენტობის მაღალი ხარისხით.

„2008 წელს ევროკავშირი იყო პირველ ადგილზე, როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 19 ტრილიონზე მეტი, აშშ-ის იყო 15 ტრილიონი 2008 წელს და ჩინეთის იყო 4 ტრილიონი. ახლა ჩინეთი არის 18 ტრილიონი, აშშ თითქმის 30 ტრილიონი და ევროკავშირი არის დარჩენილი 19 ტრილიონზე. ხედავთ, როგორი ტენდენციებია მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირის ჰქონდა ერთი ძლიერი მხარე, ძლიერი კეთილდღეობის დონე, მაღალი დონე და მეორე ეს იყო იდენტობის მაღალი ხარისხი. ერთადერთი სუბიექტი იყო მსოფლიო მასშტაბით, რომელიც გამოირჩეოდა ერთდროულად ამ ორი რამით. მაღალი ხარისხი კეთილდღეობის და მაღალი ხარისხი იდენტობის. ხედავთ, რომ ევროკავშირი წლიდან წლამდე სწრაფი ტემპებით კარგავს ერთსაც და მეორესაც. კეთილდღეობასაც და იდენტობასაც. ეს კიდევ ერთხელ არის იმ არაფორმალური ძალების ინტერესების შედეგი, რომლებიც კარნახობენ თავიდან ბოლომდე განვითარების ტენდენციებს ევროკავშირს.

ეს თუ გაგრძელდა, ევროპას მძიმე მომავალი ექნება. ჩვენ შეგვტკივა გული არა მხოლოდ ევროკავშირზე როგორც ინსტიტუტების ერთობლიობაზე და პოლიტიკურ სუბიექტზე, ჩვენ პირველ რიგში ევროპის კონტინენტზე შეგვტკივა გული და იმ პროცესებზე, რაც დაკავშირებულია კეთილდღეობის შემცირებასა და იდენტობის დასუსტებასთან. ჩვენ ზოგადი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირში ეს ტენდენციები შემობრუნდება, ამაში რა როლს შეასრულებს აშშ, უნდა დაველოდოთ ჩვენ გაგვიჭირდება 100-პროცენტიანი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ს მხრიდან დადებითი გავლენა ექნება იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არაფორმალური ძალები რა გავლენას მოახდენენ ევროკავშირში განვითარებულ პროცესებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913355

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას

„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცე...

ირაკლი კობახიძე

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765913278

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე