ირაკლი კობახიძე: დაბადების დღეს ვულოცავ ილია მეორეს, პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.

ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა.

პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.

მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767539967

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...

ყაველაშვილი

1767537872

ახალი ამბები

სროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი

 მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1767535834

მსოფლიო

The New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

 ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...

დონალდ ტრამპი -

1767534447

საზოგადოება

სანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო

 ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...

სანდრო მამუკელაშვილი

1767530464

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...

კირ სტარმერი