ირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული
ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხძემ ბრიფინგზე, სადაც ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება და ქართული აგენტურა ერთი ხელიდან იმართება, რის გამოც მათი კოორდინაცია გამარტივებულია.
„რეალურად ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსურდული და თავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა კიდევ ერთი დასტურია ამისა. რეალურად, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმ დასკვნას, რომელიც გამოიტანა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ.
რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა და როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, მარტივია კოორდინაცია. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანეთს ახლა მართავს „დიფსთეითი", რასაც ჩვენ ვუწოდებთ ხოლმე გლობალურ ომის პარტიას. ამის შედეგები არის სახეზე“,- აღნიშნა კობახიძემ.
1772192273
საზოგადოებაპრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის გამოხატული ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც...
1772192236
საზოგადოებაკობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება
ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარ...
1772192051
საზოგადოება„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება: თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო
დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე...
1772191743
საზოგადოებაპრემიერი: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს
ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა...
1772191174
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას
ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის...


























