ირაკლი კობახიძე: ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას
ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მედიასთან.
„რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას. ამ ფონზე, გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე.
საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ.
გარე ძალაში, რა თქმა უნდა, ის ძალა იგულისხმება, რომელიც ადგილობრივ აგენტურას აძლევს დავალებას, ამავდროულად კი არწმუნებს, რომ ახლაც და მომავალშიც, დავალებების უპირობოდ შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, თუმცა, მუშაობით არა საქართველოსთვის, არამედ მათი ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ. ამ ძალებს „დიფ სთეითს“ დავარქმევთ, გლობალურ ომის პარტიას თუ ოლიგარქ ოჯახებს, ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი, არაფორმალური ძალაა ჩაბუდებული ევროპულ ბიუროკრატიაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
1772192273
საზოგადოებაპრემიერი სტეფანჩუკის განცხადებაზე: საქართველოს მიმართ არის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი, რომ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ვიღაცები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ჩვენი მხრიდან მუდმივად იყო უზრუნველყოფილი მხარდაჭერის გამოხატვა, რაც იყო კონკრეტულ აქტებში, მათ შორის გამოხატული ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს, აქტს, რეზოლუციას და ა.შ. შეუერთდა საქართველო, რომელიც...
1772192236
საზოგადოებაკობახიძე: ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთთან ფედერაციასთან და უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს - როდესაც საუბარია საქართველოზე, ხედავთ, რომ არის განსხვავებული დამოკიდებულება
ზოგადად ევროპას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს არ შეუწყვეტია ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ ვაჭრობის შედეგად საკმაოდ უხვად ამარაგებენ ისინი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც შემდეგ რა თქმა უნდა, ხმარ...
1772192051
საზოგადოება„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება: თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო
დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე...
1772191779
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული
ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიხძე...
1772191743
საზოგადოებაპრემიერი: გასულ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა, ვინ იღვწის ხელისუფლებაში მოსახვედრად მხოლოდ იმისათვის, რომ საქართველოში უცხოელი პატრონების მანკიერ ინტერესებს ემსახუროს
ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა...


























