ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით.
„ვნახე ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ კირკის მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი ჰგვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალ-ფაშისტებს. რომ აიღოთ ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, არც კაცებს ჰგვანან და არც ქართველებს, არაფერს არ ჰგვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ-ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ-ფაშისტი, გარეგნობითაც კი ჰგვანან ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება. ამას ემსახურებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარედან თავს გვახვევდნენ ბოლშევიზმს, ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ დავიცავთ ბოლომდე გამჭვირვალობის კანონს, რადგან ეს კანონი არის პირველ რიგში კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ამ სახედაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. თქვენ ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები საარჩევნო შტაბის წინ. ლიბერალ-ფაშისტები, სახედაკარგული ადამიანები, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ისინი ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია, რეაგირებაც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1757687041
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალი...
1757686937
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: „ბორჯომის“ ახალი საწარმო მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა“
„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნ...
1757686294
საზოგადოებაპრემიერი „მეგობარი აქტზე“: ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ურთიერთობებს, ვართ აბსოლუტურად ღია და ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას
განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, - განუცხადა პრემიერ...
1757685904
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - განუცხადა საქართ...
1757685872
საზოგადოებაპროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით...