ირაკლი კობახიძე: მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ

„ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითვას, თუ რატომ რჩება შეერთებული შტატების სანქციების სიაში ბიძინა ივანიშვილი.

„თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის ეს საკითხი საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან.

„საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ საქნციებზე, ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია, თქვენ იცით რა ხდებოდა, 2008 წელს დაიწყო სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარიულ ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციებზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის რა თქმა უნდა არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სრულიად სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, შესაბამისად არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს ყველას, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. წინა ადმინისტრაციის აბსურდი იყო, რაც მათ განაცხადეს. ჩვენთვის არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და შესაბამისად, ჩვენთვისაც არ არის საინტერესო. სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791533286

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები

აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს. ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა, მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა,...

ირაკლი კობახიძე

1791532984

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრა...

მარიამ ქვრივიშვილი:

1791532049

საზოგადოება

პრემიერი: 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნიდან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა დანახარჯი

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი...

ირაკლი კობახიძე

1791531296

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791531141

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება

154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი