ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე რუბიოსთან

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობასტან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა გაეროში ვიზიტის ფარგლებში როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრებისას, ასევე, მარკო რუბიოსთან.

„აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს.

დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ის ადმინისტრაციაზე.

სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791534810

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს გაიგებ

„ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს ვერ გაიგებ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791534233

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ

„ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და...

ირაკლი კობახიძე

1791533286

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები

აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს. ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა, მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა,...

ირაკლი კობახიძე

1791532984

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრა...

მარიამ ქვრივიშვილი:

1791532049

საზოგადოება

პრემიერი: 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნიდან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა დანახარჯი

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი...

ირაკლი კობახიძე