ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს და მინისტრს აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მიაწოდა. აკადემიაში განახლდა სანავიგაციო ხიდურის, ტვირთბრუნვისა და მდგრადობის, აგრეთვე - სამანქანე განყოფილების სასწავლო სიმულატორები, რაც სასწავლებლის სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული მომზადების საშუალებას აძლევს. ასევე მოეწყო სახანძრო უსაფრთხოებისა და ე.წ. ზღვაზე გადარჩენის ახალი სივრცე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გაძლიერება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება.

„ბათუმის საზღვაო აკადემიაში იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო აკადემიაში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. აღინიშნა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა-ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786021544

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1786021361

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში

„ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონ...

მარიამ ქვრივიშვილი

1786020053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა

„საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე

1786019278

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები

ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მთავარ რუსოფობებად დანიშნული, ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილი ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, რუსული ფული იყო მათთვის სრულიად მისაღები, ახლა აქვთ სრულიად...

ირაკლი კობახიძე

1786019112

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის

დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მ...

ირაკლი კობახიძე