ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბათუმში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებს გაეცნო.
მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში განახლებული განრიგით მოძრავი თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლით ჩამოვიდნენ. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ლიანდაგების რეაბილიტაციისა და მოძრაობის შემაფერხებელი შეზღუდვების მოხსნის შედეგად, თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მგზავრობის დრო ოთხ საათამდე შემცირდა. პარალელურად განახლდა სამგზავრო სადგურები, მიმდინარეობს არსებული მატარებლების მოდერნიზება და დაწყებულია ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს უკვე ვხედავთ, რომ ბათუმში ჩამოსვლა სულ რაღაც ოთხ საათშია შესაძლებელი. ტურისტული სეზონის პიკში სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონის ხელმისაწვდომობასა და ტურისტულ მიმზიდველობას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მთავრობის წარმომადგენლებმა დღესვე ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ქვეყნის საზღვაო სექტორის გამტარუნარიანობასა და განვითარების პოტენციალს გაეცნენ. 2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ბათუმის ნავსადგურმა პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა - ტვირთბრუნვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტით გაიზარდა. ყურადღება გამახვილდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის პირდაპირ საბორნე გადაზიდვებზე, რომელთა რაოდენობაც გასულ წელთან შედარებით 54 პროცენტით გაიზარდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შუა დერეფნის გაძლიერება და საზღვაო სექტორის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„წლიდან წლამდე იზრდება ტვირთბრუნვა, ვითარდება სატრანზიტო შესაძლებლობები და უმჯობესდება მომსახურება. ბათუმი ისტორიულად საზღვაო ქალაქია და დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის, ისე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განვითარებას, რათა ახალგაზრდებმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებულ ინფრასტრუქტურაც გაეცნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა თანამედროვე სამანქანე განყოფილება, მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის განახლებული სიმულატორები და საწვრთნელი აუზი დაათვალიერეს, სადაც ზღვაზე პირადი გადარჩენის მეთოდების პრაქტიკული დემონსტრაცია გაიმართა. თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარების რეალურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროექტებს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
1786023188
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებსა“ და „ალიანსში“ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გარე პატრონები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია ამ პროცესებს მოარიდონ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი მათზე გაკეთდეს
„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, სასიხარულოა, რომ იმ მომხრეებსაც კარგავენ, რომლებიც ტრადიციულად ჰყავდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს....
1786022364
ახალი ამბებიადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
5 აგვისტოს, გვიან ღამით ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც „დაიჯესტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში მუშაობდა. „გუშინ ღამე მოხდა ავარია, სოფ...
1786021544
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1786021361
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში
„ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში 4 საათში ჩამოვიდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონ...
1786020053
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა
„საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...



























