ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.
ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ყველა პირველკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, დარგოს საკუთარი ნერგი და ჩაერთოს მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში.
როგორც პრემიერის განკარგულებაშია ნათქვამი, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ მიზანია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის ზრდის მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას. ასევე, პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები.
ამასთან, როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, გარემო პირობების, კლიმატური სარტყლისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით მოხდება ნერგების სახეობების შერჩევა და განისაზღვრება დარგვის ოპტიმალური პერიოდები/ვადები.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე სივრცეების ზრდას; ჰაერის ხარისხისა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ნიადაგის დეგრადაციის პრევენციას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნების მიმართ ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.
დოკუმენტის მიხედვით, პროგრამას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი, მის მიერ განსაზღვრული უწყების საშუალებით; უზრუნველყოფს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შორის, ნერგების შესყიდვასა და ტრანსპორტირებას იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან; პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვას/განხორციელებას; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს; უზრუნველყოფს პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს პირველკლასელთა ჩართულობას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, მათ შორის, მათი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიებს, სადაც განხორციელდება ნერგების დარგვა; უზრუნველყოფენ ნერგების დარგვისათვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელებას; უზრუნველყოფენ ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია განკარგულებაში.
1788680783
მსოფლიოსაბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
1788679444
მსოფლიოამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს
ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანკერებზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერ...
1788678159
მსოფლიოგერმანიაში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რომლებზეც, რეიტინგის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში რეგიონული არჩევნები დაიწყო, რომლებიც შესაძლოა ისტორიული გახდეს. კენჭისყრა ფედერალური მხარის პარლამენტის შემადგენლობას განსაზღვრავს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:...
1788675918
მსოფლიოუიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...
1788674447
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...



























