ირაკლი ქადაგიშვილი: იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობაზე გერმანიის პარლამენტის ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვსი კითხვით მიმართა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს კარგი პრეცედენტია.
„იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს, სხვა ქვეყნის პატივისცემას და მის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს გერმანიის ელჩმა, რომ ეს რა რა თქმა უნდა, გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას. ეს კარგი პრეცედენტია იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ მათი საელჩოები შემდგომში არ იყოს გამოყენებული რევოლუციური მოძრაობების გასაღვივებლად”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.
1776755774
ახალი ამბებიThe National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...
1776755375
ახალი ამბებიპროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...
1776754568
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემი...
1776754033
ახალი ამბებიმაღაზიიდან 6 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაცია...
1776753857
ახალი ამბებიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბა...




























