მეუფე შიო: დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა

„დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ხსენება.

შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება, ხოლო დღეს, სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს. 

ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას. 

დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას.

უფალი იესო ქრისტე შეხვდა ძმებს, ანდრიას და სვიმონს, პეტრედ წოდებულს. მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაჰყვნენ ქრისტეს, როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები (მთ. 4, 19). შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს თავიანთი ოჯახი, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს (მთ. 4, 21-22).

უფლის ეს მოწოდება ასევე მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის მოწოდება იმ წმინდანებისა, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, რათა ქრისტესთან ყოფილიყვნენ. როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ვხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ვხედავთ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში.

ვხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ თვისებების გამო, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს და ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე. მოციქულები კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება: დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა!

ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდანს ცოდვილისგან სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს - გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა და ეს თვისება ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოვუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად ცარიელი ვართ, რომ არცერთზე არ ვზრუნავთ. იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღვწით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის.

ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ჩვენნაირი ბუნების მქონე ადამიანმა მიაღწია ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდა ამ სათნოებებით. ჩვენ დღეს ბედნიერნი ვართ, ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანებისა, მათ შორის, ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამებისა. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება - გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი“ (ფს. 107, 2). ამინ“, - აცხადებს მეუფე შიო. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1750602033

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა სააკაშვილს და ორი ბიზნესმენის შეწყალება სთხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა

 გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხ...

გიორგი გამსახურდია

1750600331

მსოფლიო

რომის პაპი: დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს მსოფლიოს მიმართა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ომი ვერასდროს...

რომის პაპჯ

1750599172

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანთან ომში არ არის. ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის მიუხედავად, ამერიკა ირანთან ომში არ არის. „ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა. მისივე თქმით...

ჯეი დი ვენსი

1750598535

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს

„აშშ-ის მიერ ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.  როგორ...

რუსეთი

1750596031

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს

ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. „ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლ...

ჩინეთის დროშა