რომის პაპი: დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს მსოფლიოს მიმართა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა.
მისი თქმით, ომი ვერასდროს აგვარებს პრობლემებს და მხოლოდ ახალ ჭრილობებს აჩენს. პაპმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიღოს მორალური პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ომის ტრაგედია.
„ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას ითვალისწინებს, არსებობს მოსახლეობის ყოველდღიური ტანჯვის დავიწყების რისკი - განსაკუთრებით ღაზაში და სხვა ტერიტორიებზე, იმის მიუხედავად, რომ ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარება უფრო სასწრაფო ხდება. დღეს, ისე, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება. დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი. ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობის გზით უნდა შექმნან, და არა ძალადობით,“ - განაცხადა პაპმა.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.
1750602033
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა სააკაშვილს და ორი ბიზნესმენის შეწყალება სთხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა
გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხ...
1750599172
მსოფლიოჯეი დი ვენსი: აშშ ირანთან ომში არ არის. ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის მიუხედავად, ამერიკა ირანთან ომში არ არის. „ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა. მისივე თქმით...
1750598535
მსოფლიორუსეთის საგარეო უწყება: ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს
„აშშ-ის მიერ ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორ...
1750596031
მსოფლიოჩინეთის საგარეო უწყება: აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო სამართალს
ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. „ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლ...
1750593426
მსოფლიოაბას არაღჩი: როგორ შეუძლია ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, როდესაც ის არასოდეს წასულა?
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიო ლიდერების განცხადებებს უპასუხა, რომლებმაც თეირანს აშშ-სთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს. სოციალურ ქსელში X აბას არაღჩიმ დაწერა, რომ ისრაელ...