ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილა განსხვავებაზე კონკრეტული პოლიტიკოსების ვიწრო ინტერესებსა და სახელმწიფოებს შორის რეალურ ურთიერთობებს შორის.
„არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, მაგალითად ჯო უილსონის პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ მეორეა რეალური პოლიტიკური ცხოვრება, როდესაც რეალურ ცხოვრებაში საჭიროა რეალურ ქვეყანას, რეალურ პარტნიორს, რეალურ საქმეზე ესაუბრო - შენ მიიღო მისი გამოცდილება, მან გაიზიაროს შენი საკითხები და ურთიერთთანამშრომლობა არსებობდეს. აი ეს ხდება დღეს - საქართველო ატარებს რეალურ პოლიტიკას.
რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ პირობითად სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს პირველ რიგში. ერთია პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს და მეორეა რეალობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის დროს ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
აშშ-ში ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის 3 მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი იმყოფებიან.
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420173
ახალი ამბები„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.
1776419868
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...
1776419835
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის
ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...





























