ირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა
ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სუროგაცია არღვევს როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს.
„არსებობს უამრავი ანგარიშები, მათ შორის გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გამოქვეყნებული, სადაც სუროგაციასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიციებია დაფიქსირებული. ამასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. ზოგადად, სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა. ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
1795410873
საზოგადოებაფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. კვლავ რთულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკ...
1795409648
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ნოემბერს საქართველოში
23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალო...
1795380883
ახალი ამბებისალომე ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არჩეული არავინაა
„ვთქვათ, ხვალ ივანიშვილი წავიდა ჩინეთში, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ერთ წელიწადში მი...
1795377776
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების...
1795374933
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ირანზე შეტევას განაახლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ახალ წლამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ შეტევას დაიწყებს. როგორც მედია წერს, ეს განცხადება ჰგავ...



























