ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი - კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე
„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას სამარცხვინოს და მიუღებელს უწოდებს.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, უკრაინულმა მხარემ ის უნდა წარმოადგინოს.
„მე ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია. ყველანაირად თავს ვიკავებთ, რომ რაღაცა კომენტარი გავაკეთოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღებული და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია.
ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ," - განაცხადა კალაძემ.
კალაძე, კატეგორიულად გამორიცხავს სანქციებში მყოფი კომპანიების საქართველოში ფუნქციონირებას.
"საქართველოში არსებობს კანონები და კანონების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციებში მყოფი კომპანიები, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერანაირ მოღვაწეობას ვერ შეძლებენ," - აღნიშნავს, კახა კალაძე.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩისგან ელის მტკიცებულებებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ახმეტაში, 3 წლის ბავშვმა ფსიქოტროპული პრეპარატი დალია, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























