"ისევ აყაყანდნენ ტროლი ბოტი და ადამიანობის გრძობებისგან დაცლილი რაღაც გარკვეული ნაწილის ბრბო! - მე ნუ მტენით, მათ ბინძურ ინტერესებს და დიდ ფულს რომ შესწირეს!"
პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რთულია როცა ადამიანს შეგნების უნარი შეზღუდული აქვს და მაინც ცდილობ, მას რამე გააგებინო!
წუხელ ქალბატონ მაკა რაზმაძესთან გადაცემის მერე ისევ აყაყანდნენ ტროლი ბოტი და ადამიანობის გრძობებისგან დაცლილი რაღაც გარკვეული ნაწილის ბრბო!
პირველ რიგში მინდა გითხრათ, ის გაბრიელ სალოსის ამბავი იყო დადგმული ბინძური სცენარი, სადაც თბილისის ცენტრი საფრთხეში ჩააგდეს!
აქ იყო დიდი ფულის ინტერესი!
აქ იყო ასევე რუსეთის დავალება და ქულების დაწერა!
მათ მიერ სუსს ვგულისხმობ და ანტი ტერორისტული უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის მაქვს საუბარი, ჩატაევი იყო მათთან შეთანხმებით შემოყვანილი!
ჩატაევმა და მის წევრებმა პირველივე წუთას ის თხოვეს, რომ შეესრულებიათ დანაპირებები რაც მათ დაჰპირდნენ ის რომ ზამთრის გატარებას აქ უზრუნველყოფდნენ, შემდგომში უსაფრთხოდ ჩრდილოეთ კავკასიაში გაიყვანდნენ ეს იმისთვის, რომ ჩატაევი "ქართულ ოცნებას" კომპრომატებით ემუქრებოდა და იმ თანხას უკან ითხოვდა, რაც მათთან ბიზნესში ჰქონდა ჩადებული!
აქ ერთი ქეისი, ლაფანყურის ამბავიც იყო!
და სხვა უამრავი.
მოგეხსენებათ ჩატაევი წინა ხელისუფლებამ დააკავა და ციხეში ჩასვა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა და დიდი ზარ-ზეიმით გააცილა ევროპის ქვეყნებში!
ეს არაფერს გეუბნებათ?
იმ ვირთხებს ვინც ცდილობს ამ ქოცების აგენტის ჩატაევის ჩემთან და ჩემს შვილთან დაკავშირებას!
ასევე მინდა გითხრათ იმ სალოსზე მოკლული სპეცრაზმელს მე ნუ მტენით!
სუსს მოჰკითხეთ მათ დაუსვით კითხვები ვისი ტყვიით იმსხვერპლა ის სპეცრაზმელი გომელაურს და გოგაშვილის ირაკლი ჩიმაკაძის უწყებებს მოჰკითხეთ!
მათ ბინძურ ინტერესებს და დიდ ფულს რომ შესწირეს!
დედითქვენისას ნუ მიირთმევთ იმ ნაწილმა, ვინც ამ საქმის აინუნშიც არ ხართ და ,მაინც ცდილობთ არაფრისგან რაღაცის შექმნას.
მინდა კიდე გითხრათ მე და თემირლანმა ის ორი ბიჭი, რომელიც 2 წელი თბილისში და ხეობაში ცხოვრობდა 2 წლის განმავლობაში ვიცნობდით, როგორც დანარჩენი მოსახლეობამ და ასევე ჩვენ როგორც ვიცოდით სანამ ის ამბავი მოხდებოდა ისინი ორი თვით ადრე გაემგზავრნენ საქართველოდან!
მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ჩატაევის შემოყვანის მერე სუსმა და მათი დაჯგუფებამ ქისტი ნასეტკების მეშვეობით სალოსზე დააბინავეს!
მე და ჩემი შვილი აქ არაფერში შუაში არ ვართ და, არც არანაირი სატელეფონო საუბარი არასდროს არ ყოფილა!
ასე რომ, ის სპეცრაზმელი მისმა ოჯახმა და ვისაც გული შეგტკივათ მოსთხოვეთ პასუხი სუსს და ირაკლი ჩიმაკაძეს!
და იმ ტყვიის ვინაობაც დაადგინეთ საიდან იყო სროლა, ვისი ხელით, ასე რომ კიდე გეტყვით დედითქვენისას ნუ მირთმევთ სიმართლე გაარკვიეთ!
მე კი გპირდებით სიმართლეს გავარკვევ გავიმარჯვებ და დავსჯი კიდეც დამნაშავეებს, მადლობა ყურადღებისთვის!", - წერს მაჩალიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა" - გენერალი გიორგი სურმავა
1775130126
მსოფლიოკოსმოსურ ხომალდზე, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, საპირფარეშო გაფუჭდა
კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარის მისიის, Artemis II-ის ძირითადი მოდულია და რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფება, საპირფარეშო გაფუჭდა. ეს მეორე პრობლემაა სტარტის შემდეგ. პირველი პრობლემა დედამიწასთ...
1775130019
მსოფლიოესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპასაც სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისგან
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა დარწმუნებულია, რომ ევროპას უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, მისი უნიკალური საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით. ესტონეთის საგარეო საქმეთ...
1775127195
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაა...
1775125936
საზოგადოებააჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ...
1775125528
საზოგადოებაემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძე...



























